სიახლეები
|
ნოტარიუსებმა ჩაქვში მოსახლეობას სამკვიდროს მიღების პროცედურები გააცნეს ივლისი 27, 2017 აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ ამჯერად ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში გაგრძელდა. ნოტარიუსთა პალატის მიერ ორგანიზებული შეხვედრები უკვე გაიმართა მუხაესტატეს, კაჭრეთისა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ჩაქვში მოსახლეობასთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამკვრიდრო მოწმობის მიღება იყო. სამკვიდრო მოწმობა აუცილებელი დოკუმენტია მემკვიდრეობით დანატოვარი ქონების საკუთრებაში მისაღებად. აღნიშნული დოკუმენტის მიღების წესის, ვადების, მემკვიდრის ვალდებულებების არცოდნა ხშირად მოქალაქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საინტერესოა, რომ სამკვდრო მოწმობის გაცემა ნოტარიუსის ექსკლუზიური უფლებაა. დოკუმენტის მისაღებად განაცხადის წარდგენა კი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ ნოტარიუსთან არის შესაძლებელი. |
|
კაბალში ნოტარიუსებმა მოსახლეობას სანოტარო მედიაციის უპირატესობები გააცნეს ივლისი 21, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება. 21 ივლისს შეხვედრა კაბალის საზოგადოებრივ ცენტრში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. |
|
ნოტარიუსები კაჭრეთში მოსახლეობას შეხვდნენ ივლისი 20, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება.
პირველი აქცია 14 ივლისს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა. 19 ივლისს კი შეხვედრა კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) გაიმართა. |
|
|
ნოტარიუსთა პალატამ ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ივლისი 20, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და თბილსის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ და ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მაკა კაჭარავამ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ხელმოწერას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებიც ესწრებოდნენ. |
|
აქცია: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ გრძელდება ივლისი 14, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“, ამჯერად მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის. შეხვედრები საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება. პირველი აქცია დღეს მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში (ქობულეთის რაიონი) ჩატარდა. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599