კოდას საზოგადოებრივ ცენტრში ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“. შეხვედრები უკვე გაიმართა მუხაესტატეს, კაჭრეთის, ჩაქვისა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ამჯერად ნოტარიუსები მოსახლეობას კოდაში შეხვდნენ, სადაც შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გარიგების გაფორმება იყო. ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების ხელშეკრულების უპირატესობები გააცნეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნოტარიუსი თანაბრად იცავს ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ინტერესს, ის განმარტავს უფლებებს, მოვალეობებს, ხელშეკრულების შინაარსს. აფრთხილებს მხარეებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვალდებულებების შეუსრულებლობას.თავად უზრუნველყოფს იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეს აღარ უწევს იუსტიციის სახლსა თუ საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოში წასვლა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს და მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება.

კოდას მოსახლეობამ სამართლებრივი კონსულტაციები მიიღო მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც: რა უნდა იცოდნენ, იმისთვის, რომ არ დაზარალდნენ, არ დაკარგონ ქონება, დროულად მიიღონ მემკვიდრეობა, შეეძლოთ საკუთარი უფლებების დაცვა.

აქციის მიზანია მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს რეალურად ესაჭიროებათ სამართლებრივი განათლება. ქონების დაკარგვის, გარიგებების შედეგად დაზარალების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სამართლებრივი საკითხების არცოდნა წარმოადგენს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში