სიახლეები

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ „კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ „კვებეკის სამოქალაქო სამართლის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართა
სექტემბერი 29, 2017

პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში იუსტიციის სამინისტროს, სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპებ-ის, სასამართლოს, ადვოკატთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და თარჯიმნები დაესწრნენ.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ 2015 წლიდან დაიწყო პროექტი, რომელიც  ნოტარიატთან დაკავშირებული ევროპული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნას ითვალისწინებს.




ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება
სექტემბერი 25, 2017

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იწყებს საბუთების მიღებას ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის. კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით. ერთ ჯგუფში მისაღები კანდიდატების რაოდენობაა არაუმეტეს 25 კანდიდატისა. ჯგუფებისთვის სწავლება განხორციელდება განცხადებების დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. პირველი ჯგუფისთვის სწავლა დაიწყება 16 ოქტომბერს. მეორე ჯგუფში რეგისტრირებულ  კანდიდატებს ინფორმაცია გაეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე.




ნოტარიუსთა პალატის გამგეობა პალატის ადმინისტრაციული ახალი ოფისის პროექტს ადგილზე გაეცნო ნოტარიუსთა პალატის გამგეობა პალატის ადმინისტრაციული ახალი ოფისის პროექტს ადგილზე გაეცნო
სექტემბერი 20, 2017

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე და წევრები დღეს პალატის ადმინისტრაციული ახალი ოფისის პროექტს ადგილზე გაეცნენ.

ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისის განთავსება ჯავახიშვილის №60-ში იგეგმება. პროექტი მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეთა მოთხოვნაზე



საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საკანონმდებლო  ცვლილებებზე იმსჯელეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს
სექტემბერი 12, 2017

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შეჩერდა იმ პუნქტის მოქმედება, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.




სამართლებრივი რჩევები ნოტარიუსებისგან კუმურდოს მოსახლეობამაც მიიღო სამართლებრივი რჩევები ნოტარიუსებისგან კუმურდოს მოსახლეობამაც მიიღო
სექტემბერი 8, 2017

დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და ადგილობრივი ნოტარიუსები კუმურდოს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებლებს საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდნენ.





მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში