სიახლეები
|
შეხვედრა ონსა და ამბროლაურში დანიშნულ ნოტარიუსებთან აგვისტო 18, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ამბროლაურსა და ონში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განხორციელებული ნოტარიატის რეფორმის შედეგად, 2016 წელს დაინიშნენ. |
|
ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა აგვისტო 16, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს იგი ცაგერისა და ვანის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ ნოტარიუსებს ეწვია და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. |
|
ნოტარიუსები 12 სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან აგვისტო 16, 2017 დღეიდან ნოტარიუსებიც აქტიურად ჩაერთვებიან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტში და 12 სოფლის მოსახლეობას ადგილზე მოემსახურებიან. აღნიშნული პროექტის განხორციელება სოფელ მანგლისიდან დაიწყო. საპილოტო პროექტი საქართველო იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღნიშნულ პროცესში ნოტარიუსების ჩართვა მნიშვნელოვნად გაამარტივებს და დააჩქარებს მიწის რეგისტრაციის პროცესს. ნოტარიუსები მოსახლეობას რამდენიმე სერვისს სთავაზობენ: |
|
|
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ბორჯომში ახლად დანიშნულ ნოტარიუსს შეხვდა აგვისტო 4, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე ბორჯომში ნოტარიატის რეფორმის შედეგად დანიშნულ ნოტარიუსს შეხვდა და მის საქმიანობას ადგილზე გაეცნო. |
|
კოდას საზოგადოებრივ ცენტრში ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს ივლისი 28, 2017 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აგრძელებს აქციას: „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“. შეხვედრები უკვე გაიმართა მუხაესტატეს, კაჭრეთის, ჩაქვისა და კაბალის საზოგადოებრივ ცენტრებში. ამჯერად ნოტარიუსები მოსახლეობას კოდაში შეხვდნენ, სადაც შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა გარიგების გაფორმება იყო. ნოტარიუსებმა მოქალაქეებს სანოტარო წესით დამოწმებული გარიგების ხელშეკრულების უპირატესობები გააცნეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნოტარიუსი თანაბრად იცავს ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ინტერესს, ის განმარტავს უფლებებს, მოვალეობებს, ხელშეკრულების შინაარსს. აფრთხილებს მხარეებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ვალდებულებების შეუსრულებლობას.თავად უზრუნველყოფს იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეს აღარ უწევს იუსტიციის სახლსა თუ საჯარო რეეესტრის ეროვნულ სააგენტოში წასვლა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს და მოქალაქეს სასამართლოსთვის მიმართვა აღარ სჭირდება. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599