სიახლეები

სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციას https://heritage.notary.ge-ზე მოიძიებთ სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციას https://heritage.notary.ge-ზე მოიძიებთ
მარტი 14, 2017

სამემკვიდრეო საქმისწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ შექმნილ ახალ ვებპროგრამაში, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში  - https://heritage.notary.ge - გახდა შესაძლებელი.




 სანოტარო მომსახურების მიღება უკვე ვანისა და ასპინძის მოსახლეობასაც შეეძლება სანოტარო მომსახურების მიღება უკვე ვანისა და ასპინძის მოსახლეობასაც შეეძლება
მარტი 6, 2017

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები  კიდევ 2 მუნიციპალიტეტში დანიშნა. ვანი და ასპინძა ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. ასპინძას ნოტარიუსი 2014 წლიდან არ ჰყავს, ხოლო ვანში სანოტარო ბიურო 2015 წლიდან აღარ მოქმედებს. ნოტარიუსი, რომელიც 2014 წლის მაისში დაინიშნა,  მუნიციპალიტეტი 7 თვეში მიატოვა და 2015 წლის თებერვლის თვეში სამუშაოდ თბილისში გადმოვიდა. ამიერიდან დაბა ასპინძას  ნოტარიუსი მარიამ შავერდაშვილი მოემსახურება, ვანს კი − გიგი გოლუბიანი.




სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა
მარტი 6, 2017
ევროკავშირის პროექტის "კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" მხარდაჭერით 2 მარტს, სახელმწიფო უწყებებს შორის მიწის ადმინისტრირებისა და მართვის საკითხებზე პირველი დისკუსიის პლატფორმა შედგა. ღონისძიების მიზანი იყო უწყებებს შორის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა/დისკუსია. 



ნოტარიუსის დისტანციური მომსახურებით 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ნოტარიუსის დისტანციური მომსახურებით 50 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა
მარტი 2, 2017
ნოტარიუსების დისტანციური მომსახურებით სარგებლობა წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. 2016 წლის განმავლობაში skype-ის მეშვეობით 47 998 რწმუნებულება და მინდობილობა გაფორმდა. ამავე საშუალებით გასულ წელს 6 982 განცხადება დადასტურდა.



სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე სპეციალურ შეხვედრაზე იმსჯელეს სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე სპეციალურ შეხვედრაზე იმსჯელეს
თებერვალი 21, 2017
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს შორის თელავში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სასამართლოში საქმის წარმოებისას ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სამართლებრივ შედეგებზე იმსჯელეს.




მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში