ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრებაზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა რიგგარეშე კრებაზე  ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის (სკაიპის) საშუალებით დამოწმებულ სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით კანონში რიგი ცვლილებებია.  ახალი რედაქციით, სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას, მათ შორის სანოტარო მოქმედების კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით შესრულებისას, ნოტარიუსი ადგენს პირის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. ამავე დროს დასაშვებია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების გამოყენებით. ამასთან თუ სანოტარო მომქმედება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სრულდება, ნოტარიუსი ვალდებულია, დამატებით გამოიყენოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული პირადობის მოწმობის მონაცემები. გარდა ამისა, დასაშვებია მინდობილობა/რწმუნებულობის დამოწმება კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი მინდობილობის გამცემსა და ნოტარიუსს  შორის.  ასეთ შემთხვევაში სანოტარო მოქმედების ჩაწერა ვიდეოფაილის გამოყენებით სავალდებულო ხდება.

რიგგარეშე კრებაზე ასევე  ახალი ადმინისტრაციული შენობის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ნოტარიუსთა პალატას სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში