სიახლეები

ნოტარიუსთა თანაშემწეებისთვის „მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაში“ სწავლება დაიწყო ნოტარიუსთა თანაშემწეებისთვის „მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაში“ სწავლება დაიწყო
ნოემბერი 2, 2015

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა თანაშემწეებისთვის „მოქალაქეთა ეფექტურ მომსახურებაში“ სწავლება დაიწყო. ტრენინგს იუსტიციის სამინისტროს  სასწავლო ცენტრის ტრენერი ჩაატარებს. 




სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყო
ოქტომბერი 29, 2015

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების მსურველთა სტაჟირების კონკურსს. საბუთების მიღება იწყება 2015 წლის 30 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.




ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები ბათუმის უნივერსიტეტის მაგისტრანტებსაც გააცნეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები ბათუმის უნივერსიტეტის მაგისტრანტებსაც გააცნეს
ოქტომბერი 23, 2015

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობებს აცნობს.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ხათუნა კალანდარიშვილი დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. 




მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები გააცნეს მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები გააცნეს
ოქტომბერი 17, 2015
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირობები გააცნო.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც ჩატარდება იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში.



საქართველოს ნოტარიუსთა პალატა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას პასუხობს
ოქტომბერი 15, 2015

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მიიჩნევს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნები არ არის სამართლებრივად არგუმენტირებული. იგი წარმოადგენს კონკრეტული პირების სუბიექტურ შეხედულებებს ნოტარიატში დაგეგმილი და ჩვენთვის სასურველი რეფორმის თაობაზე.





მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

დეკემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში