სიახლეები
|
ნოტარიუსობის მსურველ სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი მაისი 24, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში გამოცხადებული ნოტარიუსობის მსურველ კანდიდატთა კონკურსი ჩატარდება 29 მაისს. |
|
|
სემინარები ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე მაისი 18, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსთათვის აქტუალურ საკითხებზე სემინარების ჩატარებას იწყებს. სემინარი მოიცავს შემდეგ თემებს: სანივთო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი და სამოქალაქო სამართლის პროცესი. |
|
იუსტიციის მინისტრი რეგიონებში დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა მაისი 17, 2013 საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს ახლად
დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. 25 ოქტომბრის შემდეგ თიანეთის, თერჯოლას, წყალტუბოს,
ქარელისა და ოზურგეთის მოსახლეობას პირველად ჰყავს ნოტარიუსები. ნოტარიუსი
დაინიშნა ასევე დევნილებით კომპაქტურად ჩასახლებულ წეროვანში, ასევე, ბათუმთან, ხოფაში.
|
|
ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს მაისი 15, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა
მისაღებ
კონკურსს. კონკურსი ჩატარდება ამა წლის 29 მაისს ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში.
საბუთები
მიიღება
მიმდინარე
წლის
30 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით.
|
|
|
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნოტარიუსად დანიშვნის პირობები გააცნეს მაისი 13, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“. პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო. |
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599