მთავარი ჩვენ შესახებ სიახლეები & ღონისძიებები კონტაქტი ქარ   eng

 

ელ.ფოსტა ნოტარიუსებისთვის..

რთული ძებნა
იანთებერვალი 2010მარ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
1234567
უკანასკნელი სიახლეები
08.02.2010
იანვარში 77400 სანოტარო მოქმედება შესრულდა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წლის იანვრის თვეში საქართველოს ტერიტორიაზე 77400 სანოტარო მოქმედება შესრულდა. აქედან თბილისის ნოტარიუსების მიერ – 38229 სანოტარო მოქმედება, აღმოსავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ – 17199 სანოტარო მოქმედება, დასავლეთ  საქართველოს ნოტარიუსების მიერ  - 10143 სანოტარო მოქმედება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ  - 5044 სანოტარო მოქმედება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსების მიერ -  6785 სანოტარო მოქმედება...

02.02.2010
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა იანვარში 8500–მდე მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2010 წლის იანვარში 8500–მდე მოქალაქეს მოემსახურა. მათგან 3000–მდე მოქალაქეს გაუწია სამართლებრივი კონსულტაცია, 5500–მდე მოქალაქეს კი ნოტარიუსთა პალატის არქივი მოემსახურა.
დაინტერესებულ პირებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტაციის მიღება ადგილზე მისვლით და ცხელი ხაზის საშუალებით (94 06 13), ტელეფონითაც შეუძლიათ...

22.01.2010
მშობლის თანხმობის ნოტარიულად დამოწმება ონლაინრეჟიმში იქნება შესაძლებელი

 სანოტარო საქმიანობაში კიდევ ერთი სიახლეა. უცხოეთში მყოფ მშობელს შესაძლებლობა ეძლევა, ნოტარიუსთან მიუსვლელად, ონლაინრეჟიმში განაცხადოს დასტური არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გასაყვანად ან პასპორტის ასაღებად თანხმობის დამოწმებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა...

12.01.2010
ნოტარიუსებს თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის

 

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის  ნოტარიუსებს: ლიანა ბუხრიკიძეს, ნინო უბერს, ეკატერინე შენგელიასა და ეკატერინე ჯელაძეს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების თანადგომისთვის...

06.01.2010
2010 წელს პირველი სანოტარო აქტი ლენტეხის რაიონში დარეგისტრირდა

 

 

 

2010 წლის პირველ იანვარს პირველი სანოტარო აქტი ლენტეხის რაიონის ნოტარიუსმა ამირან ჯამბურიძემ დაარეგისტრირა. აღნიშნულ რაიონში გასული წლის განმავლობაში 717 სანოტარო მოქმედება შესრულდა...

06.01.2010
საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ მზრუნველობამოკლებული პატარები დაასაჩუქრა

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბინადართ დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. თავშესაფრის ხელმძღვანელობამ  და მზრუნველობამოკლებულმა პატარებმა სტუმრების საპატივცემულოდ კონცერტი გამართეს...

05.01.2010
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი გასულ წელს 5 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივი 2009 წლის განმავლობაში 5 ათასამდე მოქალაქეს მოემსახურა. ნოტარიუსთა პალატის არქივში ინახება გათავისუფლებული ან უფლებამოსილებაშეჩერებული ნოტარიუსების მიერ შესრულებული სანოტარო აქტები და გაიცემა ამ აქტების დამოწმებული ასლები. ამასთან, არქივი გასცემს ინფორმაციას სამკვიდრო მოწმობის მისაღებად  აღნიშნულ ნოტარიუსებთან შეტანილი განაცხადების შესახებ....

        1 გვერდი - (7)        

მობრძანდით
მობრძანდით

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ფუნქციონირება დაიწყო 1996 წლის 3 მაისის "ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრა საქართველოში ნოტარიატის მოწყობისა და ნოტარიუსის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები. ამ კანონის მიღებით უარი ითქვა საბჭოური და ადრეული პოსტსაბჭოური პერიოდის მოდელზე, რომლის მიხედვითაც ნოტარიუსი..

კონტაქტი
დაგვიკავშირდით

ტელ: (995 32) 95-35-71;

           (995 32) 94-06-13;

           (995 32) 94-12-92;
ტელ/ფაქსი: (995 32) 94-20-04;

 

 საკონტაქტო პირი

 თეონა აბრამიძე
ელ.ფოსტა: contact@notary.ge
ტელ: (995 32) 94-06-13;