ქართველმა ნოტარიუსებმა ავსტრიაში ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიუსთა 34-ე კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

კონფერენციაზე ,,ევროპის ციფრული საუკუნე - ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია“ განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორებიცაა: ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ნოტარიუსის პროფესიაზე; ხელოვნური ინტელექტი: ნამდვილობის ფაქტორი და კანონის უზენაესობა, ინკლუზიურობა შშმ პირების უფლებების დაცვის, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და ტრანს-სასაზღვრო სასამართლო წარმოების გაციფრულების კონტექსტში.
 
კონფერენციაზე საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა დავით იმნაძემ ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიატის წევრებთან  ერთად  ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ციფრული ნოტარიატის განვითარება და მოქალაქეთათვის გამარტივებული სანოტარო მომსახურების მიწოდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია. 
 
ქართველი ნოტარიუსები მუდმივად არიან ჩართული მსოფლიო სანოტარო ქსელში,  შესაძლებლობა აქვთ ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიატის წევრებს  გაუზიარონ  პროფესიული გამოცდილება და განიხილონ სამომავლო გეგმები.
 
ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიუსთა 34-ე კონფერენციაში   საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის და გერმანიის ნოტარიუსთა პალატების პრეზიდენტებმა, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს წევრი სახელმწიფოების, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი ქვეყნების და სამეცნიერო დარგის წარმომადგენლებმა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში