საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდა და ნოტარიუსთა პალატასა და ნოტარიუსებთან უფასო სასწავლო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობას.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სტუდენტებთან ნოტარიუსის პროფესიის შესახებაც ისაუბრა და მომავალ იურისტებს პროფესიის დაუფლებისთვის აუცილებელი ეტაპები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები გააცნო.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
მაისი
560