ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტსა და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა
მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ელექტრონული სანოტარო სერვისების განვითარებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა ნოტარიუსებისთვის პროფესიული განვითარების უცხოური გამოცდილების გაზიარებას.
ეკატერინე ნანდოშვილმა ისაუბრა ასევე ნოტარიუსთა პალატის მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ნოტარიუსთა ელექტრონული რეესტრის განახლებასა და სანოტარო არქივის დიგიტალიზაციაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ვალენტინა რუბერტელი, საერთაშორისო სანოტარო თანამშრომლობის კომისიის პრეზიდენტი თიერი ვაჩონი, კავშირის დირექტორი ელენა ბევილაქუა და კავშირის ბიუროს წევრები.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
მარტი
560