საჯარო ლექცია ნოტარიუსის პროფესიის შესახებ
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და აბიტურიენტებისთვის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებთან ეკატერინე ნანდოშვილმა ისაუბრა პროფესიის მნიშვნელობაზე და მომავალ იურისტებს ნოტარიუსის პროფესიის დაუფლებისთვის აუცილებელი ეტაპები და პირობები გააცნო.
საჯარო ლექციის დასასრულს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მადლობა გადაუხადა მათ პროფესიისადმი გამოჩენილი ინტერესისთვის.
საჯარო ლექცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და SEU - ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სერგო ჭელიძე, ვიცე რექტორი აკადემიური მიმართულებით გიორგი ღავთაძე და ნოტარიუსი თეა ედიშერაშვილი.
ნოტარიუსთა პალატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ნოემბერი
560