ეკატერინე ნანდოშვილმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, ბერლინში, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ხმათა უმრავლესობით, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირს მომდევნო სამი წლის განმავლობაში მექსიკის წარმომადგენელი დეივიდ ფიგარო მარკესი უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა ვიცე პრეზიდენტების და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის კომისიის წევრების არჩევნები.
ეკატერინე ნანდოშვილთან ერთად, ბერლინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი, ნოტარიუსი დავით იმნაძე და ნოტარიუსი მაიკო გოგოლაძე. დავით იმნაძემ სანოტარო სოციალური უსაფრთხოების კომისიის (CSSN) სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომას კი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით ნოტარიუსი მაიკო გოგოლაძე დაესწრო.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციურ შეხვედრებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ჩართულობა მნიშვნელოვანია ქართული ნოტარიატის საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოჩენისა და სანოტარო სფეროში საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებისთვის.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
სექტემბერი
560