საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის - ,,ნოტარიუსები ახალი ტექნოლოგიების ერაში“ პრეზენტაცია გაიმართა

სახელმძღვანელო საქართველოს ნოტარიატის სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვასა და მათ ეფექტურ გამოყენებას ეხება. წიგნი, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო სანოტარო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზეა შემუშავებული, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, სამართლის დოქტორმა, ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ წარადგინა. მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ნოტარიუსების ყოველდღიური საქმიანობა კიდევ უფრო სწრაფი და მომხმარებელზე ორიენტირებული იქნება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები და ნოტარიუსები.
იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს 2021 წლიდან ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა.
2021-2025 წლებში უწყებამ, ჯამში, 56 პროექტი დააფინანსა.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
სექტემბერი
560