უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში დამკვირვებლის სტატუსის მქონე პალატების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა ნანი სიდამონიძემ და ნოტარიუსთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თეონა წინწალაშვილმა ისაუბრეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
სამუშაო შეხვედრა უნგრეთის ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მიმდინარე წელს ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოში (CNUE) დამკვირვებლის სტატუსით 2024 წელს გაწევრიანდა.
დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო სერვისების ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
აგვისტო
560