სემინარი სამეწარმეო და სამემკვიდრეო სამართლის საკითხებზე

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის სამეწარმეო და სამემკვიდრეო სამართლის პრაქტიკულ საკითხებზე სემინარი გაიმართა.
სემინარზე ნოტარიუსებმა, სასამართლო სისტემისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სამეწარმეო და სამემკვიდრეო სამართლის კუთხით სანოტარო სფეროში არსებული სამართლებრივი კაზუსები და ის ავტორიზებული ციფრული პროგრამები განიხილეს , რომლებიც ნოტარიუსების პრაქტიკულ საქმიანობაში მნიშვნელოვანია.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მსგავსი სახის სემინარები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი შემთხვევები სწორად გაანალიზონ და ამ მიმართულებით მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შესთავაზონ.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 777
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
ივლისი
560