ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის სხდომაზე შშმ პირთათვის სერვისების მისაწვდომობის საკითხები განიხილეს

სანოტარო სფეროში ადამიანის უფლებების საკითხებზე იმსჯელეს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის კომისიის სხდომაზე.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ადამიანის უფლებათა კომისიის წევრმა, ნოტარიუსმა მაიკო გოგოლაძემ და კავშირის წევრი ქვეყნების სანოტარო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა სანოტარო სფეროში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების შესახებ კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და სანოტარო მოქმედებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა განიხილეს.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ადამიანის უფლებათა კომისიის სამუშაო შეხვედრა ბელგრადში გაიმართა და მას ეწრებოდნენ კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. მსგავსი ინსტიტუციური შეხვედრები  ყოველწლიურად იმართება და მიზანად ისახავს სანოტარო სფეროში მიმდინარე  და აქტუალური თემების განხილვას, სანოტარო სერვისების დახვეწასა და ამ მიმართულებით წევრი ნოტარიატი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში