საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამეწარმეო სამართალში ნოტარიუსის კომპეტენცია, ნოტარიუსის როლი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ნოტარიუსის პროფესიულ დაზღვევასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომაში წევრი ქვეყნების წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ, ეკატერინე ნანდოშვილმა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს წევრმა, ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ და გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა ნათია სვანიძემ. 
 
ქართველი ნოტარიუსების ჩართულობა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს მუშაობაში მნიშვნელოვანია უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივნისი
560
 
სოლიდარობის ფონდში