ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ 3 მარტი მრავალშვილიან დედას მიულოცა

ეკატერინე ნანდოშვილმა დედის  დღე რუსთავში მცხოვრებ 5 შვილის დედას ფიქრია გაბაძეს მიულოცა.  ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ მრავალშვილიან დედას და ბავშვებს საჩუქრად კომპიუტერი, წიგნები, სათამაშოები, საოჯახო ტექნიკა,  საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.
 
ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა, 3 წლის გიორგიმ  სურვილი აისრულა და საოცნებო ველოსიპედი მიიღო საჩუქრად. 
 
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და ეხმარება მრავალშვილიან დედებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში