ნოტარიუსთა პალატაში სტაჟირების თეორიული კურსი მიმდინარეობს
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა სტაჟიორებთან სანოტარო სამართლის შესახებ ლექციაზე ისაუბრა. თეორიული კურსის განმავლობაში მომავალი ნოტარიუსები შეისწავლიან სანოტარო სამართლს და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში გამოავლინონ. თეორიული კურსი მოიცავს ასევე სხვადასხვა დისციპლინების შესწავლას, რის საფუძველზეც მომავალი ნოტარიუსები გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
სტაჟირების კურსს სულ 51 სტაჟიორი გადის. სრული კურსი 10 თვიანია და მოიცავს სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. 10 თვიდან 5 თვე ეთმობა პრაქტიკას, რომელსაც სტაჟიორები სანოტარო ბიუროებსა და საჯარო დაწესებულებებში გაივლიან.
სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში ერთ-ერთი ეტაპია ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ყველა გამოკითხვა დასრულებულია
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599
სექტემბერი
560