ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა  საერთო კრებას გასული წლის ანგარიში და 2024 წლის გეგმები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, 2023 წელს  საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორად მიღებაზე შეთანხმება შედგა.
კრებაზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების  გაღრმავებაზე   და აღნიშნა, რომ ამ  მიმართულებით  უწყებამ გასული წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ არაერთ საერთაშორისო სამართლებრივ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ეკატერინე ნანდოშვილმა საერთო კრებაზე სანოტარო არქივის  გაციფრულების უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნოტარიუსების არქივის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვნად შეამცირებს არქივში დაცული დოკუმენტაციის მოძიების დროს. მოქალაქეები კი, სანოტარო არქივიდან მასალების გამოთხოვის და მიღების კუთხით, სწრაფ და სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე შეეხო იუსტიციის მინისტრის ინიციატივას კვლევითი ცენტრის დაფუძნების შესახებ, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნოტარიატის სფეროს განვითარებაში.
იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია ასევე შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების უფრო მეტად დახვეწა და  მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება. ამ მიმართულებით ნოტარიუსთა პალატაში ხშირია სამუშაო შეხვედრები. 
საერთო კრებამ დაამტკიცა ნოტარიუსთა პალატის 2024 წლის ბიუჯეტი და დისციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიის წევრები აირჩია. 
კრების ბოლოს ახალდანიშნული ნოტარიუსების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში