ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა მედიაციის ინტერდისციპლინურ ფორუმზე სანოტარო მედიაციის გამოწვევებსა და უპირატესობებზე ისაუბრა.

 
მოხსენებაში ეკატერინე ნანდოშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოსთან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის  პარტნიორად მიღების გადაწყვეტილებაზეც. პარტნიორობის შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი  სანოტარო მედიაციაა.
 
,,სანოტარო მედიაციისას  მოქალაქეს არ სჭირდება სასარჩელო განცხადების ფორმის  შევსება და სარჩელის დასაშვებობის სტადიის გავლა, სახელმწიფო  ბაჟის, ადვოკატის მომსახურების ხარჯების გადახდა. სანოტარო მედიაციის პროცესი სანდო, მარტივი და ხელმისაწვდომია სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას“, - აღნიშნა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ.
 
ქართულ სამართლებრივ სივრცეში სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმა 2012 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დამკვიდრდა.
 
საქართველოში სანოტარო  მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ. ყველა ახლად დანიშნული ნოტარიუსი სავალდებულო წესით გადის მედიაციის ტრენინგს.
 
ყოველწლიური მედიაციის  ინტერდისციპლინური ფორუმი მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა  ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, გამგეობის წევრებმა ნანი სიდამონიძემ, დავით იმნაძემ და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში