ნოტარიუსთა პალატამ დევნილებისთვის სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის მთავრობის  ორგანიზებითა და მიწვევით ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა ეკატერინე მარშანიამ პრეზენტაცია წარადგინა.
 
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს  რუხის ნოტარიუსის თამარ ჯანაშიას სანოტარო ბიურო  და ადგილზე გაეცნენ სამუშაო გარემოს. მოეწყო ფილმის ჩვენებაც, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და ენგურს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის სანოტარო სერვისების მიწოდების სპეციფიკას ეძღვნებოდა.
 
აღსანიშნავია, რომ სანოტარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა.
 
ღონისძიება ,,დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სამართლებრივ საკითხებსა და სერვისებზე“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და სოფელ რუხის ნოტარიუსი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში