ქართული სანოტარო სფეროს რეფორმები ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის სხდომაზე წარადგინეს

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ კომისიის სხდომაზე სანოტარო სფეროში განხორციელებული სამართლებრივი რეგულაციები და სანოტარო სამართლის დისციპლინის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
შშმ პირებისთვის სანოტარო ბიუროების ადაპტირება, სანოტარო სერვისების მისაწვდომობის  გაუმჯობესებისათვის, ფულის გათეთრების პრევენციის, მომხმარებელთა დაცვის საკითხებზე ნოტარიუსებისათვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შექმნა, - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ თავის მოხსენებაში დეტალურად ისაუბრა.
 
ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა ესპანეთში, ქ. ბარსელონაში გაიმართა და მასში მონაწილეობა  საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებთან ერთად  კოლეგებმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი  ქვეყნებიდანაც მიიღეს.
 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება - ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებთან სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტების ურთიერთგაზიარება და შემდგომში მათი პრაქტიკაში დანერგვა.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში