სამოქალაქო საქმეებში სამართლებრივი დახმარების საკითხებზე ქართულ-ჩეხურ ფორუმზე იმსჯელეს

პირველი ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა გახსნეს.
ფორუმის ფარგლებში განიხილეს ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების თავისებურებები, მათ შორის, ნოტარიუსების მიერ სამოქალაქო საქმეებში სამართლებრივი დახმარების თემები.
საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და პროფესიული კუთხით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საქმიანობა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის  პრიორიტეტია.
პირველ ქართულ-ჩეხურ სამართლებრივ ფორუმს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს, სასამართლოს, პროკურატურის და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილი, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძე, ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორი ინგა ქომეთიანი  და იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში