უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესში ქართული ნოტარიატის როლს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირი გაეცნო

 
ნოტარიატის, როგორც პრევენტული მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს მნიშვნელობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავების სანოტარო მედიაციით გადაჭრის უპირატესობები ქართულ სამართლებრივ სივრცეში, -  ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა.
 
შეხვედრაზე იმსჯელეს ქართული ნოტარიატის როლზე უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის პროცესში.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციონალური შეხვედრა ბრიუსელში, ბელგიის ნოტარიუსთა სამეფო ფედერაციის და საერთაშორისო კავშირის ეგიდით გაიმართა.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია, რაც ქართველ ნოტარიუსებს შესაძლებლობას აძლევს გაუზიარონ კავშირის წევრ სხვა ქვეყნებს საკუთარი გამოცდილება და პროფესიული საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართონ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში