ნოტარიუსმა თეა ედიშერაშვილმა სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა

სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიცის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამ მიზნით, 2021-2023 წლებში გაფართოვდა სანოტარო მოქმედებების გეოგრაფიული არეალი და 310-მდე გაიზარდა ნოტარიუსთა რაოდენობა. ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ინიშნება.
 
ამჟამად 2023 წლის ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისათვის საბუთების მიღების პროცესი მიმდინარეობს, პარალელურად, პროფესიის პოპულარიზაციისა და გამოცდის მიმართ ინტერესის გაზრდისა და სისტემაში ახალი, მოტივირებული კადრების მოსაზიდად, იმართება შეხვედრები სამართლის სკოლის სტუდენტებთან.
 
ნოტარიუსის პროფესიისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ინფორმაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს ნოტარიუსმა თეა ედიშერაშვილმა მიაწოდა. საჯარო ლექციაზე აღინიშნა სანოტარო სისტემის ფუნქციონირების განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
 
თეა ედიშერაშვილი სამართლის სკოლის სტუდენტებს ნოტარიუსის პროფესიის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ის ბენეფიტები გააცნო, რასაც სისტემა თანამშრომლებს სთავაზობს.
 
დეტალური ინფორმაცია ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებგვერდებზე:  https://justice.gov.ge/?m=articles&id=KiMatRWMNK

 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში