ესპანელი ნოტარიუსები დისტანციური სანოტარო სერვისების ქართულ პრაქტიკას გაეცნენ

ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ ესპანელ კოლეგებთან, კატალონიის სანოტარო კოლეჯის გამგეობის წევრ მარია არმაზ ჰერრაეზთან და ნოტარიუს ფრანცისკო არმაზ ომეოეზთან შეხვედრისას იმ  სანოტარო სერვისების შესახებ ისაუბრა, რომელსაც ქართველი ნოტარიუსები ონლაინ გასცემენ.
 
სამუშაო შეხვედრისას ნოტარიუსებმა ცალკეული სანოტარო მოქმედებების შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და ონლაინ სანოტარო მოქმედებების და ზოგადად, სანოტარო მომსახურების გაციფრულების უპირატესობებზე იმსჯელეს.
 
შეხვედრის დასასრულს ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ დაათვალიერა საერთო სანოტარო ბიუროები და ამ მიმართულებით  ესპანელი კოლეგების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
 
ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაა. მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების მიზანია  ქვეყნებს შორის სანოტარო სფეროში არსებული პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში