ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ სტუდენტებთან პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციაზე ისაუბრა

როგორ უნდა გავხდეთ ნოტარიუსი, როგორია სტაჟირების კონკურსის წესი და პირობები, რას გულისხმობს სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში, რა ეტაპები უნდა გაიაროს პროფესიით დაინტერესებულმა პირმა, - ამ და ზოგადად, პროფესია ნოტარიუსის შესახებ აუცილებელ სხვა მნიშვნელოვან თემებზე,  ეკატერინე შენგელიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  
 
საჯარო ლექციის დასასრულს ნოტარიუსმა ეკატერინე შენგელიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და მომავალ იურისტებს სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
 
სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობა ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის პრიორიტეტია. პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციების გამართვის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექციების გამართვას მომავალშიც გააგრძელებს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში