ელექტრონული სანოტარო სერვისები - საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ისრაელის იუსტიციის სამინისტროს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების პროფესიულ სემინარზე ნოტარიუსთა პალატის იურისტმა ნინო ხარიტონაშვილმა ელექტრონული სანოტარო სერვისების შესახებ ისაუბრა. ონლაინ მინდობილობა, განცხადება/გარიგება, - ეს ის სანოტარო სერვისებია, რომლებსაც ქართველი ნოტარიუსები დღეისათვის გასცემენ. ნოტარიუსის მიერ ციფრული ხელმოწერის გამოყენების მიმართულებით კი, ნოტარიუსთა პალატა მუშაობის დაწყებას სამომავლოდ გეგმავს.
 
დისტანციური სანოტარო სერვისები ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
 
პროფესიული სემინარი ორ ქვეყანას შორის წარმატებული დარგობრივი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც ბოლო წლებში უფრო ინტენსიური გახდა.   ისრაელისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმითა და ერთობლივი დეკლარაციითაა განსაზღვრული,  რომელთაც, შესაბამისად, 2021 და 2022 წლებში საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. სხვა აქტივობებთან ერთად, მემორანდუმი და დეკლარაცია, პროფესიული სემინარის ფორმატში, უწყებებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასაც ითვალისწინებს.
 
ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა.
 
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროების, სერვისების განვითარების სააგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, ციფრული მმართველობის სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში