ნოტარიუსთა პალატამ გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალურ პალატასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმი საქართველოსა და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის სანოტარო მომსახურების დახვეწისა და განვითარებისთვის ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი პროექტების საფუძველზე, გაიმართება სამართლებრივი სემინარები, კონფერენციები. მემორანდუმი უზრუნველყოფს, ასევე, სანოტარო საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობების მთავარმა წარმომადგენელმა, სასამართლო მრჩეველმა რიჰარდ ბოკმა.
მემორანდუმის გაფორმებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და საკონსულო და სამართლებრივი განყოფილების ხელმძღვანელი მიხაილ გრიმი დაესწრნენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში