ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მე-2 ყოველწლიური მედიაციის ინტერდისციპლინურ ფორუმზე სანოტარო მედიაციის გამოწვევებსა და უპირატესობებზე ისაუბრა

,,სანოტარო მედიაციის მეშვეობით სასამართლო განიტვირთება სამოქალაქო დავების განხილვისგან. მოდავე მხარეები მიდიან ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან. დავის მოგვარება ხდება სწრაფად და ნაკლები ფინანსური დანახარჯით. შედეგად, მხარეები ზოგავენ როგორც ადვოკატის და სასამართლოს ხარჯებს, ასევე, დროს და ადამიანურ რესურსს“,- აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.
​ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა​ საზოგადოებაში მედიაციის დამკვიდრებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისათვის მულტიდისციპლინური შეხვედრების მეტად გააქტიურების მნიშვნელობაზე პანელური დისკუსიისას იმსჯელეს.
ქართულ სამართლებრივ სივრცეში სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმა 2012 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დამკვიდრდა. 2016 წლიდან კი, კანონით სანოტარო მედიაციამ მეტი აქტუალობა შეიძინა - დადგინდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არსებულ დავებში მედიატორი ნოტარიუსის სავალდებულო ჩართულობა.
მედიაციის ინტერდისციპლინურ ფორუმს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნოტარიუსები და ნოტარიუსთა პალატის იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში