ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ნოტარიუსთა პალატა უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს საშუალებას მისცემს ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით სრულყოფილად აითვისონ პროგრამის სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილი.
თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.
ნოტარიუსთა პალატა შესაძლებლობების და საქმიანობის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების სანოტარო ბიუროებში დასაქმებასაც შეუწყობს ხელს.
მემორანდუმის გაფორმებამდე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ სტუდენტებთან ,,პროფესია ნოტარიუსის" შესახებ საჯარო ლექციაც წაიკითხა.
დავით ფუტკარაძემ პროფესიით დაინტერესებულ სტუდენტებს ნოტარიუსთა პალატის სტაჟირების კურსის ეტაპების და სანოტარო პრაქტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ასევე, მომავალ იურისტებს ნოტარიატის ისტორიასა და განვითარების ეტაპებზე ესაუბრა.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა მოაწერეს.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში