სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სესიაზე გაეცნენ

ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ელექტრონული სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობაა. მეგი მაღალდაძე სესიაზე ონლაინ სანოტარო სერვისების თემას შეეხო და აღნიშნა, რომ სულ მალე ჩაეშვება მობილური აპლიკაცია, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებს, ონლაინ სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ჩაანაცვლებს.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ კომისიის სხდომაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65-დან 70-წლამდე ფიქსირებულად გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილება შეეხო, ასევე, სანოტარო მომსახურების საზღაურებს. ამ მიმართულებით ნოტარიუსმა ყურადღება ომის ვეტერანების და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაწესებულ შეღავათებზე გაამახვილა.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას  კომისიის სხდომაში აქტიური მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
 
ევროპის საქმეთა კომისიის სხდომა ესპანეთში, ქ. ბარსელონაში გაიმართა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელთან ერთად  სხდომას კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი  ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.
 
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში