იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისი ამბროლაურში აღნიშნა

იუსტიციის სამინისტრომ 26 მაისი ამბროლაურში აღნიშნა.  სისტემის ყველა უწყებამ სტუმრებს საკუთარ პავილიონებში უმასპინძლა.
ნოტარიუსთა  პალატის პავილიონში, მოწვეულ სტუმრებს, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ადგილობრივ  მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ექსკლუზიური სანოტარო სერვისების შესახებ დეტალურ ინფორმაციებს და სამართლებრივი კონსულტაციები მიეღოთ ნოტარიუსთა გამგეობის  თავმჯდომარის მოადგილის, ასევე, ამბროლაურის, ონის და ცაგერის ნოტარიუსებისაგან.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის წარმოდგენილი იყო შემეცნებით-გასართობი პროგრამა.  
პავილიონებში წარმოდგენილი იყო იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტები: „პრობბოქსი“, „მობილური იუსტიციის სახლი“, მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო ტექნიკა და სხვა.
პატარებისთვის მოეწყო მეზღაპრის კუთხე, მოძრავი თოჯინების თეატრი, გიგანტური საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური რობოტები, ატრაქციონი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, საღამო კი ანსამბლების – „გორდელას“ და „ბანდეროლის“ – კონცერტით დასრულდა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივლისი
560
 
სოლიდარობის ფონდში