დავით ფუტკარაძე მედიაციის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში მონაწილეობდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მედიაციის ინტერდისციპლინურ ფორუმზე სანოტარო მედიაციის გამოწვევებსა და  უპირატესობებზე  ისაუბრა.
,,სანოტარო მედიაციის დროს მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ ნოტარიუსთან. დავის მოგვარება ხდება სწრაფად და ნაკლები ფინანსური დანახარჯით. შედეგად,  სასამართლო განიტვირთება სამოქალაქო დავების  განხილვისგან. მოდავე მხარეები კი, ზოგავენ როგორც ადვოკატის და სასამართლოს ხარჯებს, ასევე, დროს და ადამიანურ რესურსს“,- აღნიშნა დავით ფუტკარაძემ.
 
ქართულ სამართლებრივ სივრცეში სანოტარო მედიაციის ინსტიტუტი, როგორც დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმა 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად დამკვიდრდა. 2016 წლიდან კი,  კანონით სანოტარო მედიაციამ მეტი აქტუალობა შეიძინა - დადგინდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არსებულ დავებში მედიატორის სავალდებულო ჩართულობა. 
 
პროექტის ფარგლებში მედიაციისას, მხარეები სანოტარო საზღაურისაგან თავისუფლდებიან.​
 
მედიაციის ინტერდისციპლინური ფორუმი ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით  და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში