ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება იწყება!

ნოტარიუსის  თანაშემწის  კანდიდატი  შეიძლება  იყოს  საქართველოს  ქმედუნარიანი  მოქალაქე, რომელსაც აქვს ზოგადი (საშუალო) განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
საბუთების მიღების პირობები:
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის  04  ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე.
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს  საბუთები შემდეგ მისამართზე - assistant@notary.ge
 
ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი  ან ცნობა სასწავლებლიდან [დამოწმებული სანოტარო წესით] ;
ბ) CV;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ფოტოსურათი (ზომით 3X4).

სასწავლო კურსის გასავლელად ნოტარიუსთა პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა 300 ლარია.
აღნიშნულ თანხას კანდიდატი იხდის ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსზე რეგისტრაციის შემდგომ,  სწავლების დაწყებამდე.
კურსზე მისაღები რაოდენობა განისაზღვრა 50 კანდიდატით, სწავლება განხორციელდება 2 ეტაპად, დარეგისტრირების რიგითობის შესაბამისად. 
ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატთა სასწავლო კურსის ვადაა 10 კვირა. ეპიდემიოლოგიური ვითარების და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, სასწავლო  კურსის თეორიული და პრაქტიკული სწავლება წარიმართება შერეული (ონლაინ და ადგილზე დასწრების) მეთოდით. 
სწავლების  ადგილზე დასწრების კურსი  ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში, შემდეგ მისამართზე  ჩატარდება - თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა N60
სწავლების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, თანაშემწეობის კანდიდატს  შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა და სერტიფიცირებული თანაშემწე  ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში დარეგისტრირდება. აღნიშნული ბაზიდან  კვალიფიციური თანაშემწის შერჩევას  უშუალოდ ნოტარიუსი ახორციელებს.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

სექტემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში