ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობას ახალი ოფისი აქვს

რატი ბრეგაძის ინიციატივით, ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსდება.
ნოტარიუსთა პალატის აჭარის წარმომადგენლობას დღეიდან ახალი მისამართი აქვს. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინიციატივით, ისინი ბათუმის იუსტიციის სახლის მე-16 სართულზე განთავსდებიან. ნოტარიუსთა პალატის აჭარის ოფისი ბათუმის იუსტიციის სახლში ფუნქციონირებას უკვე დღეიდან შეუდგება.
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისში, ოზურგეთსა და აჭარაში იმყოფებოდა. მან დასავლეთ საქართველოში სტუმრობა ბათუმის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან შეხვედრით დაასრულა.
რეგიონებში მინისტრის სამუშაო შეხვედრების მიზანი იუსტიციის სისტემის გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირებაა.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში