რაიონის ნოტარიუსებთან კონსულტაციები გრძელდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ეთერ გზირიშვილი და გამგეობის წევრი ნინო ფერაძე ბაღდათის ახალდანიშნულ ნოტარიუსს შეხვდნენ.
 
გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი ნოტარიუს მაია ჩალიგავას  საქმიანობას ადგილზე გაეცნენ, ერთობლივად განიხილეს სანოტარო საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემები და შესაბამისი რეკომენდაციებიც მისცეს.
 
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა ხშირად სტუმრობს ნოტარიუსებს, რომლებიც სანოტარო საქმიანობას სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ, ეცნობიან მათ სამუშაო პირობებს და იმ საჭიროებებს, რომელთა გადაჭრაშიც მათ პალატის დახმარება სჭირდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ნოტარიუსთა პალატა ახალდანიშნული და იმ ნოტარიუსების მიმართ იჩენს, რომლებიც მაღალმთიან რაიონებში საქმიანობენ.
 
სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტული მიმართულებაა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, დაწყებული სანოტარო რეფორმის შედეგად დღეს სანოტარო მომსახურება უკვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა ხელმისაწვდომი. 2013 წლიდან ნოტარიუსები დაინიშნენ იმ მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებში, სადაც ან არასდროს ყოფილა ნოტარიუსი, ან დიდი ხნის მანძილზე არ იყო სანოტარო ბიუროები.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებენ, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებს, რომლებიც ასეთ რაიონებში საქმიანობენ, მატერიალურ დახმარებასაც უწევს.
 
რაიონის ნოტარიუსებთან გამგეობის წევრების კონსულტაციები მომავალშიც  გაგრძელდება. მსგავსი შეხვედრების მიზანია ერთის მხრივ ის, რომ ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმა უკეთ იცოდნენ საკუთარი უფლებამოსილებები, რაშიც ნოტარიუსთა პალატის გამგეობა დახმარებას უწევს მათ  და მეორეს მხრივ,  მოქალაქეებმა ადგილზე მიიღონ სრულყოფილი და ხარისხიანი  სანოტარო მომსახურება.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აგვისტო
560
 
სოლიდარობის ფონდში