დავით ფუტკარაძე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი თეა ჯალაღანია და საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა მწითური  იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნენ კასპში, ბორჯომსა და  გურჯაანში.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ესაუბრა მათ სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო. 
ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს. 
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. 
2015 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო ბიუროები მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში გაჩნდა, სადაც არასოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნოტარიუსი. 
შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში