საქართველოს ნოტარიუსთა პალატის განცხადება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის იურისტი მოქალაქეებს მემკვიდრეობის და სამკვიდრო მოწმობის გაცემის  სერვისს სთავაზობს.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა განმარტავს, რომ ყველა ის სარეკლამო განცხადება, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამკვიდრო მოწმობების გაცემას,  წარმოადგენს მოქალაქის  შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ვინაიდან ,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტით, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მხოლოდ ნოტარიუსის კომპეტენციას განეკუთვნება.  შესაბამისად,  სხვა  კერძო და იურიდიული პირები არ არიან უფლებამოსილნი, აწარმოონ სამემკვიდრეო საქმე და გასცენ სამკვიდრო მოწმობა.
 
აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც მემკვიდრეობის, ასევე ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი გასცემს სრულყოფილ და ამომწურავ კონსულტაციას.
 
შესაბამისად, ნოტარიუსთა პალატა მოუწოდებს  მოქალაქეებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე კონსულტაცია  გაიარონ მხოლოდ ნოტარიუსებთან ან მიმართონ ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზს: 2 206 776; 2 206 777. ზარი უფასოა.
​ 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში