საქართველოს ნოტარიუსთა პალატის განცხადება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ერთ-ერთი კომპანიის განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს კომპანია მომხმარებელს სანოტარო მოქმედებებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
 
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა გაცნობებთ, რომ სანოტარო სერვისების მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ  სანოტარო ბიუროებში და სანოტარო ბიუროების გარდა, სხვაგან არსად არ არის შესაძლებელი სანოტარო მომსახურების მიღება.
 
სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურები, გადახდის წესი და მომსახურების ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 507-ე დადგენილებით. იხ. ბმული https://www.notary.ge/res/docs/sakanonmdeblo/axali_aktebi/matsne.pdf
 
მოქალაქეები სანოტარო მომსახურებისთვის თანხას იხდიან  მხოლოდ ამ დადგენილების შესაბამისად, და ცალკეული კომპანიებისა თუ ორგანიზაციების მიერ სანოტარო სერვისებზე ფასდაკლების შეთავაზება წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, რაც აზიანებს ნოტარიუსების იმიჯს, ახდენს არასწორი ინფორმაციის ტირაჟირებას სანოტარო  საქმიანობის საზღაურის შესახებ  და წარმოადგენს მომხმარებლის  შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მოქალაქეებს მოუწოდებს, სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია  მიიღონ მხოლოდ ოფიციალური არხებით, როგორებიცაა: ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი (2 206 776) და იურიდიული კონსულტაცია (2 206 777);  ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდი -  www.notary.ge ,  ნოტარიუსთა პალატის გვერდი სოციალურ ქსელში - https://www.facebook.com/notariustapalata
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში