ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ მონაწილეობა მიიღო ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის ონლაინ პლენარულ სხდომაში

ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ მონაწილეობა მიიღო ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის ონლაინ პლენარულ სხდომაში.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრი მეგი მაღალდაძე კავშირის წევრ ქვეყნებთან წარსდგა სპეციალური მოხსენებით - ქართული ნოტარიატი პანდემიის პირობებში. ისაუბრა საქართველოს ნოტარიატის მუშაობაზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში და იმ მექანიზმებზე, რითაც ნოტარიუსთა პალატამ მოახერხა ეპასუხა პანდემიის პირობებში მის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის.
საერთაშორისო ონლაინ პლენარულ სხდომაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდნენ კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.
 
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში