ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი თეა ჯალაღანია იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ინიშნებიან ჩხოროწყუში, ბაღდათში, ტყიბულსა და დუშეთში.
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ესაუბრა მათ სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.
ნოტარიუსთა პალატამ ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ახალ ოფისში შედგა, რომელიც ივ.ჯავახიშვილის N60 -ში მდებარეობს.
ნოტარიუსთა პალატის ახალი ადმინისტრაციული ოფისი პრემიერმა გიორგი გახარიამ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 9 სექტემბერს გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისი სრულად მორგებულია შშმ პირთა საჭიროებებს.
სტაჟიორთათვის კი ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში, შექმნილია კომფორტული გარემო, სადაც ისინი სრულფასოვნად დაეუფლებიან ნოტარიუსის პროფესიას.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
2015 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო ბიუროები მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში გაჩნდა, სადაც არასოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნოტარიუსი.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში