ხელშეკრულება

საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სანოტარო მოქმედება ონლაინ რეჟიმში სრულდება.

 

ვის შეუძლია, ისარგებლოს ონლაინ სანოტარო მომსახურებით?

ონლაინ სანოტარო სერვისით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან საქართველოს ბინადრობის მოწმობის მქონე პირს.

 

როგორ დავამოწმოთ ხელშეკრულება ონლაინ რეჟიმში?

ხელშეკრულების ონლაინში დამოწმება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილეობით.

ონლაინში ხელშეკრულების გასაფორმებლად ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა უნდა მიმართონ ნოტარიუსებს მათთვის ხელსაყრელ სანოტარო ბიუროებში.

ნოტარიუსები ხელშეკრულების მონაწილე მხარეების თანდასწრებით დაუკავშირდებიან ერთმანეთს ონლაინ რეჟიმში. დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს დამოწმების პროცესში)და თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში