მოქალაქეები დროებით სანოტარო ბიუროებში ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნას MY.GOV.GE - ს საშუალებით შეძლებენ

4 მაისიდან მოქალაქეები ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნას ელექტრონული პორტალის - MY.GOV.GE - საშუალებით შეძლებენ. სანოტარო სერვისის მისაღებად პირმა ვიზიტი ბმულზე - https://www.my.gov.ge/ka-ge/services/10/psh-visit-reservation უნდა დაჯავშნოს.
მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს რომ:
1. ერთი ვიზიტის ფარგლებში ხელმისაწვდომია მხოლოდ 1 სერვისი;
2. მომსახურების მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს მხოლოდ სერვისის მიღებით დაინტერესებული პირი;
3. ვიზიტის დაჯავშნის დასტურს მოქალაქე მიიღებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, რომელსაც სერვისის მისაღებად ადგილზე წარადგენს;
4. მომსახურების მიმღები ადგილზე უნდა გამოცხადდეს მითითებულ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომსახურება ვერ განხორციელდება;
5. შენობაში დაშვება ხდება მხოლოდ დამცავი პირბადის გამოყენების შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ 70 წელს გადაცილებული პირებისთვის სავალდებულოა თვითიზოლაციაში ყოფნა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი სანოტარო მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ ნოტარიუსთა პალატის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულმა მოქალაქემ შესაბამისი, დასაბუთებული წერილი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე nebartva@notary.ge  და მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ უნდა მიმართოს ნოტარიუსს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა, თუმცა, იმისათვის, რომ საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში არ დაირღვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები და, ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში, მოქალაქეებმა შეძლონ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 14 დროებითი სანოტარო ბიურო.
დროებითი სანოტარო ბიუროებისათვის შერჩეულ სივრცეებში სრულადაა დაცული უსაფრთხოების ზომები და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას ნოტარიუსებისა და სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეების ჯანმრთელობას.
საგანგებო ვითარებისა და კარანტინის პერიოდში შეუფერხებლად მუშაობს ნოტარიუსთა პალატის ცხელი ხაზი ( 2 206 776; 2 206 777). შესაძლებელია ნოტარიუსისაგან სამართლებრივი კონსულტაციის მიღება დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით.
სანოტარო მომსახურების მიღება დროებით ბიუროებში შესაძლებელია ყოველ დღე, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით (გარდა უქმე დღეებისა) 8 საათიდან 18.00 საათამდე.
იუსტიციის მინისტრის N511 ბრძანება იხილეთ აქ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4841539?publication=5

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში