იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა

ნოტარიუსობის მსურველმა 72-მა პირმა პროფესიული გამოცდა დღეს ჩააბარა. მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 75 ქულა და მეტი, მიიღო 45-მა აპლიკანტმა.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანი იყო. გამოცდის პირველი ნაწილი ზოგად უნარებში 5 დეკემბერს ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 72-მა მონაწილემ გადალახა. მეორე ეტაპი კი პროფესიული გამოცდა იყო.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. თავდაპირველად ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 88 პირმა გამოთქვა, თუმცა ორივე ეტაპი წარმატებით 45-მა მათგანმა გაიარა.

მონაწილეებს რომლებმაც პროფესიული ეტაპი წარმატებით გაიარეს სერთიფიკატები გადაეცემათ.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში