შეხვედრა მოსწავლეებთან

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ დევდარიანმა თბილისის საჯარო სკოლების უფროსკლასელებთან პროფესია ნოტარიუსის შესახებ ისაუბრა. მოსწავლეებთან შეხვედრა საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანნის“ ინიციატივით შედგა. მოსწავლეებთან თინათინ დევდარიანმა ნოტარიატის ისტორიაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და ნოტარიუსის პროფესიისადმი წვდომის საკითხებზე ისაუბრა, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციულ ოფისში მოეწყო. ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების მოსწავლე ახალგაზრდობასთან შეხვედრის მიზანი მათთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მოსწავლეებს სამომავლოდ პროფესიული არჩევანის გაკეთებასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში