ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი წარმომადგენელი ჰყავს

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალურ საბჭოში საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ახალი წარმომადგენელი ჰყავს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ინსტიტუციონალურ შეხვედრებზე საერთო კრებამ ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტი, არგენტინის წარმომადგენელი ქალბატონი ქრისტინა არმელა აირჩია. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქალი პრეზიდენტია კავშირის ისტორიაში. პრეზიდენტის პოსტზე მან ესპანელი კოლეგა ბ-ნი ხოსე მარქუენო დე ლანო შეცვალა.

ინსტიტუციონალურ შეხვედრებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი დავით ოყროშიძე დაესწრო. ნოტარიუსთა კავშირის გენერალურ საბჭოში ახალ წევრად ქართველი ნოტარიუსი მანანა გოგაშვილი იქნა არჩეული. საბჭოს საპატიო წევრის წოდება კი ნოტარიუს დავით ოყროშიძეს მიენიჭა. გენერალური საბჭო არის ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის (ნსკ) სათათბირო ორგანო პოლიტიკური და მეცნიერული კუთხით, რომლის სხდომებიც იმართება წელიწადში ორჯერ. გენერალური საბჭო შეიმუშავებს ნსკ-ის პოლიტიკას და ამზადებს წინადადებებს ნოტარიატების საერთო კრებაზე წარსადგენად.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ნოტარიუსთა 29-ე საერთაშორისო კონგრესზე შემუშავდა და დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ნოტარიუსის ურთიერთობის კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი. დოკუმენტი კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებისათვის შეიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს იმისათვის, რომ სანოტარო სერვისები შშმ პირებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, მომსახურების გაცემის პროცედურა და კომუნიკაციის წესები კი  სრულად იცავდეს შშმ პირთა უფლებებს.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში